ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული და გადაყვანილია სტაციონარში.
,ადგილზე სახანძროს 5 ჯგუფი მუშაობდა და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შენობის სახურავი და დანადგარი დაზიანდა. ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა”.