ქუთაისში უამინდობამ პრობლემები შექმნა - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოღასკურა ადიდდა, მოვარდნილმა წყალმა დატბორა ბუხაიძის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია.
წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებში და სავაჭრო ობიექტებში.
ადგილზე მოძრაობა შეზღუდულია.