გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ზოგიერთ რაიონში
ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს.
ზღვისპირა რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ზღვაზე ძლიერი შტორმი. ქვეყნის დასავლეთ
ნაწილის მაღალმიან რაიონებში - ქარბუქი. თოვა გაგრძელდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.
ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეებზე
წყალმოვარდენი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.