„შენების მოძრაობის" დმანისის მერობის კანდიდატის, გოგი ბარბაქაძის საარჩევნო ბანერს უცნობმა პირებმა, ცეცხლასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობის წევრები ავრცელებენ.
როგორც დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ალეკო ნონიაშვილი აცხადებს, მსგავსი შემთხვევა არ არის პირველი და დიდი ალბათობით, არც უკანასკნელი.
„დღეს დილით ქალაქის შესასვლელთან, ჩვენი მერობის კანდიდატის ბანერზე აღმოვაჩინეთ ნატყვიარი და გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ექსპერტები, რომელთაც დააფიქსირეს აღნიშნული ფაქტი. მათი წინასწარი შეფასებით, გასროლა, სავარუდოდ, განხორციელებულია საფანტით.
მსგავსი შემთხვევა არ არის პირველი და დიდი ალბათობით, არც უკანასკნელი. შეგახსენებთ რომ, ორი დღის წინ „ქართული ოცნების" აქტივისტებმა ჩამოხიეს ჩვენი პლაკატები, რომ არაფერი ვთქვათ ყურანზე დაფიცების, მოსახლეობის დაშნებისა და ზეწოლის ფაქტებზე",- განაცხადა ალეკო ნონიაშვილი.