აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,7 მლნ ბარელით ანუ 0,6%-ით შემცირდა და შეადგინა 462,2 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 2,5 მლნ ბარელით და შეადგინა 221,4 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 1,4 მლნ ბარელით და შეადგინა 134 მლნ ბარელი.
აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 888 ათასი ბარელით დღე-ღამეში 7,4 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 81 ათასი ბარელით 9,48 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.
ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა და შეადგენს 672.4 მლნ ბარელს.