13 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4808 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4831 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9326 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9432 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.06 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6787 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2975 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 ოქტომბრიდან შევა ძალაში.