უახლოეს მომავალში აჭარაში ინგლისური ენის შესწავლა ყველა მსურველს შეეძლება. გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ახალ წლამდე ინგლისურ ენას 500 ბათუმელი, 300-300 კი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მკვიდრი დაეუფლება. ასაკი შეზღუდული არაა. 2011 წლიდან პროგრამაში ხულოს, შუახევისა და ქედის მოსახლეობაც ჩაერთვება. პროგრამა აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება.