აშშ-ში, ნიუ მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკში, ყოფილმა მოსამსახურემ კომერციულ საწარმოში, 2 კაცი მოკლა და თავი მოიკლა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ადგილობრივი პოლიციელების განცხადებით, საწარმოში მისვლის შემდეგ მათ 10 დაჭრილი ადამიანი დახვდათ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ 3 მათგანი გარდაიცვალა, მათ შორის ბოროტმოქმედიც.
ამ ეტაპზე, პოლიცია დამნაშავის სახელსა და გვარს არ ახმაურებს. უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივიც.