ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და უარვყოფთ ცალმხრივ ქმედებებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
„ვიმედოვნებთ, კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად გადაიჭრება“, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.
ესპანეთის პრემიერმინისტრი კატალონიის ხელისუფლების დათხოვას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ის ამ უფლებას კატალონიაში განვითარებული მოვლენების დასარეგულირებლად გამოიყენებს.