მარტიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი გერმანიის სიდიდით მერვე ქალაქ, დიუსელდორფის მიმართულებით იწყებს ფრენას. როგორც ავიაკომპანიაში განმატტვენ, დიუსელდორფის მიმართულებით რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მარტის ბოლოდან დაიწყება და კვირაში 2 რეისი განხორციელდება.
იმისათვის, რომ Georgian Airways-მა აღნიშნული მარშრუტის პოპულარიზაცია მოახდინოს, კომპანია სხვადასხვა ტიპის აქციებს გეგმავს.
Georgian Airways-ში არ გამორიცხავენ ასევე, რომ უკვე დაანონსებული ბოლონიის (იტალია) გარდა რომის მიმართულებაც დაამატონ, კვირაში ორი სიხშირით.
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა 2018 წლის გაზაფხულიდან უკვე დაანონსა ფრენები პარიზის, ბარსელონის, ბერლინის, ბრიუსელის, ბოლონიისა და ბრატისლავას მიმართულებით.