„იმ აქციის მერე არავინ გამოსულა კავშირზე, არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან და არც სხვა უწყებებიდან, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ კონგოში დაკარგული მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმამ, გიორგი ოსორაულმა.
ის სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ საქმისგან ხელის დაბანა უნდათ.
„ჩემი აზრით, ამ საქმისგან ხელის დაბანა უნდათ და დაიბანეს კიდეც. ეს მხოლოდ საგარეო საქმთა სამინისტროს არ ეხება, სახელმწიფოს, მთელ სამთავრობო გუნდს ვგულისხმობ. საერთოდ უმოქმედოდ არიან და ოჯახთანაც არანაირი კომუნიკაცია აქვთ, ერთადერთი ის თქვეს, დაიღუპაო და მორჩა, მას შემედგ არაფერს აკეთებენ.
ეს ყველაფერი - აქიცებს ვგულისხმობ, მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. რაღაც ინფორმაციებს ველოდები“, - აცხადებს ოსორაული.
შეგახსენებთ, რომ სოსო ოსორაულის ოჯახის წვერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე დღის წინ, აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ ოსორაულის მდგომარეობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია მიეწოდებინათ. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ელოდება ერთი წლის გასვლას და სოსო ოსორაულის დაკარგულად გამოცხადებას.