ავიაკომპანია Georgian Airways-ი კიდევ ერთ მიმართულებას აანონსებს. კომპანია თბილისიდან ბრატისლავას მიმართულებით იწყებს ოპერირებას. როგორც ავიაკომპანიაში ადასტურებენ, ფრენები გაზაფხულიდან დაიწყება და აღნიშნულ მიმართულებაზე Georgian Airways-ი კვირაში ორ რეისს განახორციელებს.
ავიაბილეთის ფასი, ორი გზა, 160 ევროდან იქნება.