თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ბოძი წაიქცა და როგორც ავტომობილი, ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსი დააზიანა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შსს-ს ცნობით, ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
ფოტო: საზოგადაოებრივი მაუწყებელი