ახმეტაში დაკარგული 86 წლის ოლია კაცელაშვილი პოლიციამ იპოვა.
შსს-ს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
არსებული ინფორმაციით, ოლია კაცელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და გაუჩინარდა.
მასზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძებნა იყო გამოცხადებული.