კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმაადმინისტრაციამ მორიგი პრესტური რაჭასა და ლეჩხუმში მართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტი წარმომადგენელიამბროლაურის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვევიან. „გაიცანი საქართველო“-ს პრესტურის ფარგლებში რაჭაშიჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამა „აწარმოესაქართველოში“ ჩართული ტურისტულად საინტერესო ობიექტები დაათვალიერეს. პროექტ Check in Georgia-ის ფარგლებშიმედისაშუალებების წარმომადგენლები ფოლკლორულ ფესტივალ ფუძეობას დაესწრნენ. ამბროლაურში მსმენელების წინაშე ნინოქათამაძე, ლექსო თორაძე, ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო ორკესტრი წარდგნენ.
„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ჟურნალისტებმა რაჭაში მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ჭელიშისღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი მოინახულეს, სოფელ ზემო კრიხში, მე-10 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლიმთავარანგელოზის ეკლესია, ამბროლაურში კი სიყვარულის ჩანჩქერი დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენადგილობრივ მარანს, სადაც ღვინო და კერძები დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებმა ლეჩხუმში საირმის სვეტებს დაათვალიერეს, სადაცტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა, იდენტიფიცირება და მარკირება დაასრულა. ტურისბოლოს მედიის წარმომადგენლებმა ნაქერალას ქედის ფერდობზე მდებარე ცხრაჯვარის სალოცავი დაათვალიერეს, რომელიც ზღვისდონიდან 1569 მეტრზე მდებარეობს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელსდაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.