საქართველოს აეროპორტები 47%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 3 მლნ 199 ათას 63 მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 46,63%-იან ზრდას ნიშნავს.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებმა 2 მლნ 181 ათას 683 მგზავრი მიიღო, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 მლნ 769 ათას 485 მგზავრი.
შესაბამისად მიმდინარე წლის 9 თვეში, 2015 წლის 9 თვესთან შედარებით ქვეყნის აეროპორტებში მგზავრთანაკადი 80,79%-ითაა გაზრდილი.