თბილისის საკრებულოსთან სიტუაცია დაიძაბა - ნაციონალური მოძრაობის წევრები შენობაში შეჭრას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.
დღეს საკრებულოს სხდომაზე თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.
საკრებულოსთან სამართალდამცველები დილიდან არიან მობილიზებული.