დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისი-დედოფლისწყაროს საავტომობილო მაგისტრალზე მდგომ სატვირთო ავტომობილს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი ორი მგზავრი გარდაიცვალა, მძღოლი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.