უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპისთვის ფასდაკლების აქცია თბილისიდან ბერლინის, მიუნხენის, ფრანკფურტის მიმართულებაზეა და თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 309 ევროა, თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებაზე - 273 ევრო, ხოლო თბილისი-ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებაზე კი 322 ევრო.
აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 22 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, გარდა 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე განხორციელებული რეისებისა.
„დაჯავშნეთ იაფად - იმოგზაურეთ ხშირად“, მოუწოდებს FlyUIA საკუთარ მგზავრებს.
FlyUIA-ს ინფორმაციით, თბილისიდან ევროპის ერთ-ერთ მიმართულებაზე ფასდაკლების აქცია ყოველი კვირის ორშაბათს იწყება, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საიტზე www.flyuia.com