თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი ქართველ მგზავრებს ულიმიტო მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 30 მაისამდე ულიმიტო მგზავრობა ბიზნეს კლასის პრივილეგიებით შეეძლებათ.
ავიაგადამზიდავი მომხმარებელს ორი ტიპის პაკეტს სთავაზობს, ესაა
Atlasglobal Unlimited Turkey Domestic, რომელიც თურქეთის შიდა რეისებზე ულიმიტო მოგზაურობას ითვალისწინებს და ასევე Atlasglobal Unlimited International-ს, რომლის ფარგლებშიც ულიმიტო ფრენა საერთაშორისო რეისებზეა ხელმისაწვდომი.
Atlasglobal Unlimited Turkey Domestic-ის პაკეტის ღირებულება 3500 თურქულ ლირას (დაახლოებით $975) შეადგენს, ხოლო Atlasglobal Unlimited International-ის პაკეტის ღირებულება კი 3500 დოლარია.
მსურველს
ულიმიტო პაკეტის შეძენის შესაძლებლობა 2015 წლის 15 აგვისტოდან არის შესაძლებელი, შეთავაზების ვადა 2017 წლის 11 ნოემბერს იწურება.
ფრენები კი- 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან 2018 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
„მენიუს ფართო არჩევანი, 20 კილოგრამიანი ბარგზე ნებართვა და ბევრი სხვა ბიზნესკლასის პრივილეგიები, შეიძინეთ და ისარგებლეთ შესაძლებლობით 8 თვის განმავლობაში“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
აღნიშნული პაკეტების მფლობელ მგზავრს შეუძლია ავიაკომპანიის სერვისით ყოველდღიურადაც კი ისარგებლოს, თუმცა მას მოსაკრებლის გადახდა წინასწარ მოუწევს, რაც ცალკეულ მიმართულებაზეა დამოკიდებული.
ამასთანავე, მგზავრებს შეეძლებათ, რომ ბილეთი უფასოდ გადაცვალონ.
აღსანიშნავია, რომ შეთავაზების გამოყენება შეუძლიათ ზრდასრულებსა და მინიმუმ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, მცირე წლოვნები ამ პაკეტით ვერ ისარგებლებენ.