თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა ვენის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. აღნიშნულის მიზეზად თვითმფრინავის ბორტის დაკვამლიანება სახელდება. დაშავებულები არ არიან.
როგორც გაზეთი Kurier-ი წერს, ინციდენტი დაახლოებით 11 საათზე დაფიქსირდა, როდესაც თვითმფრინავი სტამბოლი-ბრიუსელის რეისს ასრულებდა. დაკვამლიანების გამო პილოტს თვითმფრინავის დასმა ვენის აეროპორტში მოუხდა. აეროპორტში თვითმფრინავს სახანძრო და პოლიციის ვერტმფრენები დახვდა.
ამ დროისათვის უცნობია თუ რამ გამოწვია დაკვამლიანება და რეალურად ეს იყო მართლაც დაკვამლიანება თუ ადგილი ჰქონდა ცრუ განგაშს.
თვითმფრინავი ამ დროისთვისაც ვენის აეროპორტში იმყოფება.