ავსტრალიაში გრიპის ეპიდემიას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის გარდაცვალების 370-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, 160 ათასზე მეტი ადამიანი კი მკურნალობას კლინიკებში განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაციაა ჩატარებული, გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა, რის გამოც ორგანიზმის რეზისტენტულობა შემცირებულია. უწყებაში ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება.