2018 წლის ბიუჯეტი კვლავ რჩება ჩვენი 4-პინქტიანი გეგმის მხარდამჭერი დოკუმენტი, აცხადებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მინისტრის თქმით, 2018 წელს ძირითადი მიმართულებები რა თქმა უნდა იქნება ინფრასტრუქტურა, განათლება, ღია მმართველობა და ეკონომიკური რეფორმები.
ყველა ამ მიმართულებით იზრდება პრაქტიკულად ბიუჯეტი. ყველაზე დიდი ზრდა რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს - იქ 500 მილიონზე მეტია ზრდა, შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს განათლების სამინისტროს მიმართულებით, რა თქმა უნდა არ არის გამორჩენილი სოციალური უზრუნველყოფა და დაცვა - ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს», აცხადებს ქუმსიშვილი.