,,ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თელავის ოფისს შეიარაღებული პირი თავს დაესხა.
,,დღეს, ევროპული საქართველოს თელავის ოფისს შეიარაღებული პირი დაესხა თავს, რომელიც იქ მყოფი აქტივისტებისგან საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა. თავდამსხმელის მანქანის სერია და სახელმწიფო ნომერი სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია.
სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული საქართველოს წევრებს ემუქრებიან ან თავს ესხმიან. ეს გაგრძელებაა ქართული ოცნების ხელისუფლების რამდენიმე წლიანი პრაქტიკისა, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმა საარჩევნო კამპანიის ნაწილია”, - აცხადებენ პარტიაში.