საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილი სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ ფოტომასალა, რომელიც სამინისტრომ ოჯახს აჩვენა, შესაძლებელია, დამონტაჟებული იყოს.
კონგოში გაუჩინარებული სამხედრო მფრინავის მეუღლის თქმით, საგარეო უწყებამ ოჯახს განუცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, რომელიც გაეროს ინფორმაციას ეყრდნობა, ქართველი მფრინავი გარდაცვლილია.
ოსორაულის ახლობლები დამატებითი განმარტებებსა და მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვენ.