ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დევნილებმა აქცია გამართეს.
ჩაის ყოფილი ფაბრიკის შენობაში მცხოვრები 15 ოჯახი აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და წვიმის დროს მათ საცხოვრებელ ბინებში წყალი ჩადის.
ისინი შენობის გადახურვას და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობენ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, შენობის ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.