სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზანასა და ეკში მოსახლეობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაციის ჩართვას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, შეწამვლითი სამუშაოების ჩატარების მიუხედავად, მდგომარეობა არ შეცვლილა და დამატებითი ძალების გამოყენება აუცილებელია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი განმარტავენ, რომ შეწამვლის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მოსახლეობას მოუწოდებენ, მექანიკური მეთოდების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.