კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და მეგობრები დღეს აქციას გამართავენ.
ისინი 13:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბებიან და უწყებას მიმართავენ, თუ ოსორაული გარდაცვლილია, დროულად მოხდეს მისი საქართველოში გადმოსვენება.
ქართველი მფრინავის ახლობლების განცხადებით, სახელმწიფო კვლავ აქტიურად უნდა იყოს ჩართული ზუსტი ცნობების დადგენის პროცესში.
შეგახსენებთ, სოსო ოსორაული ტყვედ 27 იანვარს ჩავარდა.