ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი 10 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში აპატურაი მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება, ამასთანავე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდება.