სელფები, კლიპები და ბანერები კი არ არის მთავარი, ხალხმა უნდა გაიგოს, ვინ უფრო კარგად ხედავს ქალაქის პრობლემებს და ვის უფრო კარგად აქვს დანახული მათი მოგვარების გზები, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის კახა კალაძის საპასუხოდ განაცხადა.
მან კალაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ დებატების შეთავაზებიდან გაქცევა უხერხულია.
"ბანერები არ არის მთავარი, ბანერები ხალხს არ ელაპარაკება, ხალხს უნდა ესაუბროს კანდიდატი და რისი ეშინია, რატომ გაურბის ამ დებატებს. დუელში ან სახმალაოდ ხომ არ ვიწვევ?
თუ იმის პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ ჩემზე კარგად ხედავს ქალაქის პრობლემებს და ჩემზე უკეთ მოუვლის ამ ქალაქს, დაჯდეს და ისაუბროს.
სელფები, კლიპები და ბანერები კი არ არის მთავარი, ხალხმა უნდა გაიგოს, ვინ უფრო კარგად ხედავს ქალაქის პრობლემებს და ვის უფრო კარგად აქვს დანახული მათი მოგვარების გზები. კახა, უხერხულია, ეს გაქცევა დებატების შეთავაზებიდან”, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.