ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი და დამცველი კომისიისგაფართოებული გასვლითი სხდომა ჩატარდა.
ბათუმში მყოფ მეცნიერ-აკადემიკოსებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დააჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი შეხვდნენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შედგა საინტერესო საუბარი ქვეყნისათვის ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული პრობლემები, რელიგიისა და განათლებისსაკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალი თაობის განათლებისა და იმ პრიორიტეტების შესახებ, რომელთა წარმატებითგანხორციელებაზე დამოკიდებულია ქვეყნისა და რეგიონის მომავალი.