სამოქალაქო მოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი ეკა ბესელია დღეს, სასტუმრო ,,ამბასადორში" ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ერთსაათიან შეხვედრაზე Eმაიკლ იენსენსა და კასტრიოტ ისლამს ეკა ბესელია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე ესაუბრა და წარუდგინა 60 კაციანი პოლიტიკური პატიმრების სია.
საუბარი შეეხო ასევე სასამართლო სისტემის პრობლემებს და კონკრეტული მაგალითების მიმოხილვას.
ეკა ბესელიამ მიმართა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფს ობიექტური ანალიზით და კონკრეტული ფაქტების შესწავლით მოხდეს რეაგირება, რათა საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.