ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს 10 ოქტომბერს უყრიან კენჭს.
ორი დღის წინ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია.
ლადო ჭანტურიასთან ერთად, საქართველოდან წარდგენილნი არიან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დადებითი შედეგების მოლოდინშია.