რუსი ტურისტების აზრით, ქართული სამზარეულო მსოფლიოს ყველაზე გემრიელ სამზარეულოებს შორის მეორე ადგილზე, – წერს ტურისტული სერვისი Skyscanner-ი.
როგორც კვლევა აჩვენებს, რუსი მოგზაურები მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სამზარეულოდ იტალიურს მიიჩნევენ. მათ მიერ გამოკითხული ტურისტების 38%-ი უპირატესობას იტალიურ სამზარეულოს ანიჭებს. მეორე ადგილზეა ქართული სამზარეულო, რომელსაც საუკეთესოდ რუსი ტურისტების 16%-ი მიიჩნევს. მესამე პოზიციაზეა ტაილანდური სამზარეულო და მას გამოკითხული რუსი ტურისტების 12%-ი ირჩევს.
როგორც კვლევა აჩვენებს, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გემრიელ სამზარეულოებს შორის მეოთხე პოზიციას ბერძნული (10%), ხოლო მეხუთე ადგილზე ჩინური სამზარეულო იკავებს (5%).
TOP-10-ში მოხვდა ასევე: იაპონური, ფრანგული, ესპანური, მექსიკური და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სამზარეულო.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აპრილის კვლევებით, გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით რუსი ტურისტებისათვის საქართველო ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო.