სომხეთის მიერ დანიშნულ ახალ ელჩს, სერგეი მინასიანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია არ მისცა.
როგორც საგარეო სამინისტრომ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, "როდესაც ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, იგი ყოველთვის საჯაროა".
"როდესაც ელჩის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, იგი ყოველთვის საჯაროა. ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არის უადგილო",- განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.