4 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 88 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.070 პროცენტით, მაქსიმალური 7.155 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.129 პროცენტით განისაზღვრა.