საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძე და ფრაქციების ხელმძღვანელები: მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე შეხვდებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.