კომპანია „გრინ დეველოპმენტმა“, რომელიც ცნობილ პროექტს, „მწვანე უბანი ლისთან“ ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ემისიაზე განაცხადა. კომპანიამ 2 მილიონი დოლარის ღირებულების 50 ობლიგაციის ემისია განახორციელა. თითოს ნომინალური ღირებულება 40 000 დოლარია, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 11%. ფასიანი ქაღალდები 2 წლიანია, მათი განთავსება 2017 წლის 16 ოქტომბერს იგეგმება. კომპანია ბონდების დალისტვას საფონდო ბირჟაზეც გეგმავს, სადაც მეორადი ვაჭრობა იქნება შესაძლებელი.