საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქე, თ.კ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს 8 ცალი მონეტა (საერთო წონა 66.94 გრ.) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 6080 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6080 ლარის ოდენობით შეეფარდა.