ავიაკომპანიები Emirates და flydubai პარტნიორობის პირველ ზიარი კოდების მარშრუტებს აანონსებენ.
პარტნიორობის საწყის ეტაპზე, ზიარი კოდები შეეხება 29 მიმართულებას - მათ შორის საქართველოსაც. აღნიშნული შეთავაზება დანიშნულების პუნქტებს შორის დაკავშირებისას მგზავრებს სერვისებზე მეტ ხელმისაწვდომობას სთავაზობს. მომხმარებლებს ფრენების დაჯავშნა საიტზე -Emirates.com, ასევე საკონტაქტო ცენტრებისა და აგენტების დახმარებით შეეძლებათ. ამ შეთავაზების ფრენები კი 29 ოქტომბრიდან განხორციელდება. flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორის, შეიხ ახმედ ბინ საიდ ალ მატკუმის განცხადებით, ეს არის ძალიან კარგი პირველი შეთავაზება მგზავრებისათვის, რომლებსაც შეეძლებათ, რომ მიიღონ უნიკალური შანსები. მისი თქმით, ზიარი კოდების მეშვეობით, უფასო საკვებსა და Emirates -ის შემოწმებულ ბარგს შეღავათიან ფასებს.
ხოლო რაც შეეხებათ, Skywards Premium-ის პლატინის წევრებს, ისინი 20 კგ-იან ბარგის უფასო შემოწმებას მიიღებენ, ოქროს წევრები 16 კგ-იანს, ხოლო ვერცხლის 12 კგ-იანს.