გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ და ავსტრიულმა Austrian Airlines-მა ერაყის ქურთისტანის დედაქალაქის, ერბილის მიმართულებით რეისები შეაჩერეს.
რომელიც ავიაკომპანია Austrian Airlines-ის წარმომადგენელმა ვილჰელმ ბალდიამ განაცხადა, Lufthansa-მა და მისმა შვილობილმა Austrian Airlines-მა ერბილის მიმართულებით ფრენები ერაყის მთავრობის მოთხოვნით შეაჩერეს.
ბალდის განმარტებით, ერბილის მიმართულებით რეისები აღდგება მას შემდეგ, რაც ერაყის მთავრობის მიერ შესაბამისი ნებართვა გაიცემა.
ცნობისათვის, Lufthansa ერბილის მიმართულებით კვირაში ორ, ხოლო Austrian Airline ერთ რეისს ასრულებდა.