გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლეიენი საქართველოში 5 ოქტომბერს ჩამოვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩიმ განუცხადა.
მისი თქმით, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოწვევით ჩამოდის.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ეწვევა",-განაცხადა გერმანიის ელჩმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი თემა საქართველო-გერმანიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იქნება. მისივე თქმით, საუბარი შეეხება ავღანეთის მისიაში საქართველოს როლსაც.