საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივლი ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"შეძრწუნებული ვარ ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი თავდასხმის გამო, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ამერიკის მთავრობას, ამერიკელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს", - წერია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს, ხოლო დაშავებულთა - 200-ს გადააჭარბა.