გენერალურ აუდიტორ ირაკლი მექვაბიშვილს ახალი მოადგილეები ჰყავს.
როგორც მექვაბიშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ეკატერინე ღაძაძე და დავით გოგიჩაიშვილი დაინიშნენ.
გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას ინარჩუნებს ნოდარ ჯავახიშვილი.
"ამ სამი ადამიანის და მთლიანად კოლექტივის ერთობლივი მუშაობით აუდიტის სამსახურის მუშაობა გაძლიერდება", - განაცხადა მექვაბიშვილმა.
ჯავახიშვილის გარდა გენერალური აუდიტორის უფროსის ყველა სხვა მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა.