უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA თბილისიდან ევროპის მიმართულებებზე ყოველკვირეულ აქციას აგრძელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ავიაბილეთებზე აქცია თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებაზე იწყება და ავიაბილეთის ფასი (ორი გზა) 214 ევროს შეადგენს.
აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 2 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მოგზაურობა 2017 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2018 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, გარდა 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე განხორციელებული რეისებისა.
„დაჯავშნეთ იაფად - იმოგზაურეთ ხშირად“, მოუწოდებს FlyUIA საკუთარ მგზავრებს.
FlyUIA-ს ინფორმაციით, თბილისიდან ევროპის ერთ-ერთ მიმართულებაზე ფასდაკლების აქცია ყოველი კვირის ორშაბათს იწყება, რომლის ფარგლებშიც ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საიტზე www.flyuia.com