თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში წყალი ჩამოვიდა. გავრცელებული ცნობით, წყალი აეროპორტის ახალი ტერმინალის სახურავიდან ჟონავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალი ოფიციალურად 26 სექტემბერს გაიხსნა. ტერმინალის მშენელობა თურქულმა კომპანიამ განახორციელა. ტერმინალის გახსნაზე თბილისში თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმედ არსლანი იმყოფებოდა. მან ქართულ მხარეს მიულოცა ახალი ტერმინალის გახსნა და პროცესი ქართული და თურქული მხარის უდიდეს გამარჯვებად შეაფასა.
წყარო: "იმედი ნიუსი"