ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია „EXPERTO“-მ, რომელმაც საქართველოს ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სერვისების განხორციელება პირველმა დაიწყო - განაცხადა, რომ იგი დაინიშნა „Beabloo“-ს (თურქეთი) წარმომადგენლად საქართველოში - რომელიც ლიდერია „omni-channel“ ციფრული მარკეტინგის გადაწყვეტილებებისა და „online“ და „offline“ მარკეტინგისთვის საჭირო ანალიტიკის განვითარებაში.
„Beabloo“-ს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ბრენდებს და ორგანიზაციებს გაეცნონ მომხმარებელთა ქცევას, მოახდინონ შესყიდვის გამოცდილების პერსონიფიცირება, შექმნან ეფექტური ურთიერთქმედებები და მოახდინონ მარკეტინგული ინვესტიციების ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ უზრუნველყონ მოგების მიღება. „Beabloo“-ს ერთ-ერთი ქართული კლიენტია „თიბისი“ ბანკი. საცალო ბანკების მსოფლიო გამოფენაზე „თიბისი“ ბანკის მიერ მომსახურების ციფრული სიგნალის ქსელის განვითარება აღიარებულია, როგორც მისაბაძი მაგალითი.
"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ „Beabloo“-ს მათი საქმიანობის არეალის გაფართოვებაში საქართველოში. ციფრულ ქსელს აქვს იმაზე უფრო დიდი პოტენციალი, ვიდრე ჩვენ ვხედავთ დღეს ლოკალურ ბაზარზე, სადაც ტიპიური დანერგვა მოიცავს სამომხმარებლო დონის სატელევიზიო ეკრანს მდუმარე ტელე-რეკლამის ჩაკეტილი მარყუჟით“ - განაცხადა გარი კოებმა, რომელიც „EXPERTO“-ს უფროსი მმართველი პარტნიორია.
„EXPERTO“ აღიარებულია 10-ზე მეტი საერთაშორისო კომპანიის აგენტად, მათ შორისაა FTSE Eurofirst 300- ის რამდენიმე მილიარდიანი წევრი. „EXPERTO“ დაინიშნა საქართველოში უკვე არსებული პროექტების წარმომადგენლად, ახალი ბაზრების გამოსაკვლევად, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და „Beabloo“-ს მომავალი აქტივობების ხელშესაწყობად.
„კომპანია „Beabloo“ ცვლის გზებს, რომლითაც მარკეტერები უკავშირდებიან თავიანთ მომხმარებლებს, აძლევს მათ იარაღებს განავითარონ მორგებული შეტყობინებები და ამავდროულად, ხდიან მათ ანგარიშვალდებულს გამოაქვეყნონ შედეგები რეალურ დროში. „თიბისი“ ბანკის მიერ დანერგილმა სისტემამ აჩვენა, რომ ამ ტექნოლოგიას აქვს საქართველოში არსებობის შესაძლებლობა. მარკეტერები „Beabloo“-ს ანიჭებენ ოქროს სტანდარტს ამ სფეროში. ექსპერტოს შეუძლია დაეხმაროს ქართულ კომპანიებს მოერგონ ამ ტექნოლოგიას ადგილობრივ რეალობებზე და მიიღონ დადებითი საერთაშორისო გამოცდილების უპირატესობა“ - აღნიშნა გარი კოებმა.