2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.0 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი. დოკუმენტში „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის" აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა პოტენციური ზრდის ფარგლებში ჩამოყალიბდება და 2018-2021 წლებში საშუალოდ 5.2 პროცენტის დონეზე იქნება. 2021 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 51.9 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2016 წელთან შედარებით 4.8 ათასი ლარით მოიმატებს და 13 950 ლარს გაუტოლდება.