გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი, გერმანიის ცვიქაუს პარაცელსიუსის კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი ნეიროქირურგი, ფუნქციონალური ნეიროქირურგიის და ნეირო-ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ასლან გერმანიშვილი ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე 21 წლამდე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. მისივე ხელმძღვანელობით ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები.
- 2 და 3 ოქტომბერი - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო,
- 9 ოქტომბერი - ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრი
სამედიცინო აქციით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე: 255 05 05 ან *0505