მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც ოფიციალურად ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევა. მომავალი წლის შემოსულობების ნაწილი - 12 მლრდ 298 მლნ ლარით განისაზღვრება.
პროექტის თანახმად, რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება, რამდენიმე უწყების მცირდება.
კერძოდ, პარლამენტსა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით (60 მლნ 131 ათასი ლარი) იზრდება და 2018 წელს - 62 მლნ 131 ათასი ლარი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მიმდინარე წლის მსგავსად, მომავალ წელსაც-9 მლნ 800 ათასი ლარი იქნება, ისევე როგორც კვლავ მლნ 800 ათასი ლარით დაფინანსდება ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის მსგავსად, 2018 წელსაც - 16 მლნ 500 ათასი ლარით დაფინანსდება. მთავრობის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დაფინანსება ეზრდება ცესკო-ს. ბიუჯეტის პროექტით,თუკი 2017 წელს, ცესკო-ს დაფინანსება - 60 მლნ 500 ათასი ლარი იყო, 2018 წელს - 67,058.2 მლნ ლარი იქნება. რაც შეეხება სამინისტროებს, დაფინანსების თვალსაზრისით, კვლავ ლიდერობენ მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული სამინისტროები. კერძოდ, ყველაზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს აქვთ.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2018 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება -ერთი მლრდ 830.0 მლნ ლარი იქნება, 2017 წელს კი - 1,258,047.0 ლარი იყო. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან - 3 მლრდ 527 მლნ ლარს მიიღებს. (2017 წელს - 3,415,800.0 ლარი იყო) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაფინანსება - 1,178,770.01 ლარი იქნება, 2017 წელს - 1,116,165.0 ლარი იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია - 253.8 მლნ ლარი, 2017 წელს - 370,467 მლნ ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წლის მსგავსად,2018 წელს კვლავ82.3 მლნ ლარს შეადგენს.
იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია- 62მლნლარი,2017 წელს კი -62,015.0 ლარი იყო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაფინანსება- 145.0 მლნ ლარი იქნება, 2017 წელს - 139,100.0 ლარი იყო.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია- 114 მლნ ლარი (2017 წელს - 110 მლნ ლარი იყო). თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია - 702მლნლარი (2017 წელს - 748 მლნ ლარი იყო). აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 605 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის20 მლნ ლარი გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია- 266 მლნ ლარი (2017 წელს - 257,995.0 ლარი იყო). საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გათვალისწინებულია- 123 მლნ ლარი. ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია- 131მლნ (2017 წელს - 132,300.0 ლარი იყო). კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია- 116.5 მლნ ლარი, მათ შორის ფრანქფურტისსაერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენის ღონისძიების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია - 16.5 მლნ ლარამდე.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია- 96 მლნ ლარამდე, 2017 წელს - 84,790.0 ლარი იყო. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია - 165.7 მლნ ლარამდე, 2017 წელს - 136,820.0 ლარი იყო.
ამასთან, 35 მლნ 700 ათასი ლარიდან - 42 მლნ 975 ათას ლარამდე იზრდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაფინანსება. ასევე, იზრდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება, რომელიც - 5 მლნ 500 ათასი ლარით განისაზღვრება. მთავრობამ პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი რეგლამენტის შესაბამისად, 1-ელ ოქტომბრამდე წარუდგინა,